ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა

290px-WWII_collage

რასაც მე ჰიტლერც ვწყევლი, როგორ უდგას პირში სული?!”

                                                                                      ოლღა ბებია

როცა დგება ჟამი სიცოცხლისა შენ თვალებს აღებ, შენი პირველი ტირილი კვეთავს დაძაბულ ჰაერს, როცა დგება ჟამი შენი სიცოცხლისა , მშობლებს ჯერ კიდევ უხარიათ მერე რა რომ იბადები სიდუხჭირესა და უქონლობაში, მერე რა რომ იბადები სანახევროდ განადგურებულ ქვეყანაში. ყველაფერს მოევლება, იმიტომ რომ პირველი მსოფლიო ომი უკვე აღარ არის …  მაგრამ შენ იბადები და იზრდები იმისთვის რომ მებრძოლი იყო მეორე მსოფლიო ომში. იბადები იმისთვის , რომ ჯერ იცხოვრო, შემდეგ იცოცხლო, ბოლოს კი მხოლოდ და მხოლოდ იარსებო რუსეთის ერთ პატარ სოფელში, გერმანულ პოლკთან ერთად.

როცა დგება ჟამი რწმენისა შენ უკვე არაფრის აღარაფრის აღარ გწამს. არც პატრიოტული ლოზუნგების არც გამამხნევებელი შეძახილების, არც ულვაშიანი დიქტატორის. ფეხებზე გკიდია არიული კასტის სიწმინდეც და “ჰაილ ჰიტლერ”–იც. იბრძვი მექანიკურად , იძულებით რათა რამდენიმე ადამიანმა ორიოდე წლით კიდევ შეინარჩუნოს თანამდებობა, ყოველდღე იმარჯვებ ომში , რომელიც უკვე წაგებულია.

როცა დგება ჟამი სიყვარულისა, გიყვარდება მთელი გულით,  მაგრამ გიყვარდება არა ქალი არამედ თავად ის იდეა , რომ შენ ერთ–ერთ რიგით მებრძოლს შეიძლება ცოლიც გყავდეს, შეიძლება იყო ვინმეს ზრუნვის ობიექტი. თუნდაც მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში.

როცა დგება ჟამი სიკვდილისა უკვე აღარც ფიქრობ, აღარც გიყვარს და რა თქმა უნდა აღარც ცოცხლობ. უბრალოდ ტალახში პირდაღმა ემხობი და თვალებს ხუჭავ.

როცა დგება ჟამი წიგნის დახურვისა, ერთი იდიოტური მელოდრამა მახსენდება და მეცინება. ვიღაც ესპანელი , სულელი თინეიჯერები კი არ იყვნენ “ციდან სამ მეტრზე” არამედ მეორე მსოფლიო ომის დროს ელიზაბეტ კრუზე და ერნზტ გრებერი იყვნენ ასროლილნი ციდან სამ მეტრზე ჭურვების მიერ.

მომავალ პოსტამდე

თქვენი გლამთაია!

About these ads

13 thoughts on “ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა

  1. ჰმ, ასეთი მსუბუქი და ამავდროულად მძიმე კარგა ხანია, არაფერი წამიკითხავს. მადლობა, გლამთაია <3

    • პრინციპში ადოლფს რას ვერჩი, ის ექიმია მოსაკლავი ჰიტლერის დედას რომ აბორტი გადააფიქრებინა :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s