ჩარლი და შოკოლადის ქარხანა

როცა ერთი პატარა, გამხდარი ბიჭი ხარ და ხის პაწია სახლში უზარმაზარი ოაჯხით ცხოვრობ ძნელია სასწაულების გჯეროდეს, მაგრამ მიუხედავად შენი რწმენისა ისინი მაინც ხდება. ზოგისთვის სასწაულად  მთვარის დაბნელება ითვლება, ზოგისთვის კი შოკოლადის ქარხანა. დიახ, შოკოლადის ქარხანა. რა თქმა უნდა ერთი-ორი გაბღენძილი უფროსი ცხვირს აწევს ეს რა სასწაულიაო, მაგრამ აბა გამოტყდით რამდენს უოცნებია ბავშვობაში შოკოლადის ქარხნის მფლობელობაზე?

თუმცა სასაუბრო თემას გადავუხვიეთ. მოდით, ისევ დასაწყისში ნახსენებ პიროვნებას დავუბრუნდეთ. ჩარლი ბაკეტი ერთი შოკოლადის მოყვარული ბიჭია , სამწუხაროდ მისი ოჯახი უკიდურესად ღარიბია და საბრალო ჩარლის მხოლოდ წელიწადში ერთხელ, მის დაბადების დღეზე შეუძლია ამ ტკბილეულის დაგემოვნება. სამაგიეროდ , საღამოს როცა გაკვეთილებს მოამზადებს და ბაბუა ჯოს მიუცუცქდება, მხიარულ მოხუცი საოცარ ისტოიებს უყვება შოკოლადის ქარხნის მფლობელზე, ვილი ვონკაზე: როგორ აუშენა ვილიმ შოკოლადის სასახლე ინდოეთის გადარეულ პრინც პონჩიდერს, როგორ ამზადებდა ნაყინს, რომელიც არ დნება და უგემრიელეს კარამელებს , რომელბიც ყოველ 10 წუთში ფერს იცვლიან.

ჩარლიც ისმენდა ამ გასაოცარ ისტორიებს და ქარხანაში სტუმრობაზე ოცნებობდა. თუმცა როგროს უკვე ვთქვი სასწაულებიც ხდება . . . ჩარლის და კიდევ რამდენიმე ბავშვ მათ მშობლებთან ერთად შანსი ეძლევათ დაათვალიერონ ვილი ვონკას ქარხანა. ო, რა საოცრებები ელის მათ იქ : შოკოლადის ჩანჩქერი,მარადიული კანფეტები, საღეჭი რეზინები, რომლებიც მთელ სადილს უდრის, სალოკი შპალერი ბაგა-ბაღებისთვის, ოთხკუთხა ტკბილეული მრგვალი, რომ გეჩვენება, შოკოლადის ტელევიზია და ა.შ

ქარხანაში დატრიალებული სასწაულების შემდეგ, დამიჯერეთ, თქვენც ვილი ვონკასთან ერთად აიჭრებით მაღლა და ზემოთ :)

P.S მეგობრული რჩევა : თუ დიეტაზე ხართ წიგნის წაკითხვას არ გირჩევთ :)

მომავალ პოსტამდე

თქვენი გლამთაია!

About these ads

4 thoughts on “ჩარლი და შოკოლადის ქარხანა

  1. მე ნაყინის გამყიდველობა მინდოდა ღრმა ბავშვობაში :)

    ჩეემი “ჩარლი და შოკოლადის ქარხანა” :) ვალად მაქვს ამ წიგნზე პოსტის დაწერა. ერთადერთხელ გამოვიყენე ბლოგზე და ისიც არადანიშნულებისამებრ :)))

  2. არადა მართლა დღესაც არიან ბავშვები, რომლებსაც შოკოლადის ფილას წელიწადში ერთხელ ჩუქნიან და რომლებიც ნელ-ნელა კვნეტენ და იზოგავენ ამ ფილებს. : ) დღემდე მახსოვს ეგ მონაკვეთი წიგნიდან, როგორ ყიდულობდა, მერე ყნოსავდნენ იმ ფილას, პატარას როგორ აციცქნიდა… :(

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s