ათას ერთი ღამე

Image

ათას ერთი ღამე ძალიან ადრე ჩამივარდა ხელში. მე როგორც წესიერი და ბუნჩულა ბავში მიჩვეული ვიყავი , რომ ზღაპრებში კეთილი იმარჯვებდა და მთელი ინტიმი ერთი კოცნით შემოიფარგლებდა რომლის დროსაც როგორც წესი მოჯადოებული პრინცესა იღვიძებდა. 

აქ კი ერთი ჩვეულებრივი ზღაპრის მაგივრად რთული ტერმინებით დახუნძლული საპნის ოპერა დამხვდა სადაც სიტყვა ალაჰი ყველა ფორმით თუ ბრუნვით გამოიყენებოდა.

გარდა ამისა აქტიურობდა სექსუალური უმცირესობა და ყვაოდა პოლიგამია, რაც მაშინდელლი გლამთაიას აზრით “უზრდელობა” და “დებილობა” იყო (ძალიან მკაცრდაც ნუ განმსჯით მაშინ შვიდი წლის ვიყავი).

სიმართლე გითხრათ არც კი მახსოვს როგორ ჩამივარდა ეს წიგნი ხელში მაგრამ ის ზუსტად მახსოვს რომ ერთხელ შემთხვევით მოვისმინე მისი სათაური  და დედაჩემს ტვინი გავუბურღე მომიყევი რაზეა მეთქი. დედაჩემმა სათვისოდ გადმოაკეთა-გადაკეთა და მეც საშინლად აღვფრთოვანდი ჭკვიანი შეჰერეზადათი (რას ვიფიქრებდი რომ მთელი კამასუტრა დამხვდებოდა)

მოკლედ ასეა თუ ისეა ათას ერთი ღმე ნამდვილად არ არის ზღაპარი ბავშვებისთვის. მიუხედავად იმისა რომ ოდნავადაც არ არის შელამაზებული სექსუალური მხარეები ყველაზე მეტად აღმოსავლელების თხრობის სტილმა აღმაფრთოვანა . არავინ ისე დაწვრილებით არ განიხილას ყოველ დეტალს როგორც ისინი. მათი ჩაცმულობა, კულტურა, ენა ასახულია ამ წიგნში. და ვფიქრობ მას თანამედროვე გაგრძელებაც აქვს ორჰან ფამუქის “მე წითელი მქვია” ვისაც წაკითხული აქვს ადვილად შეამჩნევდა მსგავსება ამ ორ ნაწარმოებს შორის.

ახლა კი ჯობია გაზაფხულის პირველი დღ მოგილოცოთ და დაგემშვიდობოთ :)

მომავალ პოსტამდე

თქვენი გლამთია ! 

 

About these ads

12 thoughts on “ათას ერთი ღამე

  1. მოკლედ ასეა თუ ისეა ათას ერთი ღმე ნამდვილად არ არის ზღაპარი ბავშვებისთვის.

    ასი პლიუსი შენ ამ ფრაზისთვის :)))

  2. დაახლოებით ერთ ასაკში წაგვიკითხავს :) ოღონდ მე მერე “ერთგული და მოღალატე ცოლებიც” მივაყოლე, კამასუტრა იქ უნდა გენახათ : დ ვერაფერი რომ ვერ გავიგე, სკოლაში წავაცუნცულე მეგობართან, მაგრამ მაინც ვერ დავასკვენით, ზუსტად რა ხდებოდა :დდდდდდდდდდდ

    • მეც ვერ გავიგე ზუსტად მაგრამ ყველაზე მეტად მებარგული და სამი ქალის ამბავზე გავჭედე. სასქესო ორგანოებს სახელებს რომ არქმევდნენ კინაღამ კივილი დავიწყე :დდდდდდდდ

  3. “მოკლედ ასეა თუ ისეა ათას ერთი ღამე ნამდვილად არ არის ზღაპარი ბავშვებისთვის” – აი ზუსტად :) არადა ერთი ჩემი ნაცნობი 2 წლის ბავშვისთვის აპირებდა წაკითხვას :D

  4. ნამდვილად არ არის საბავშვო, ის კი არა სკოლაში მახსოვს პატარები რომ ვიყავით ერთი გოგო გვყავდა, ცოტა ზედმეტად თამამები რომ არიან და ჩუმად მოჰქონდა და “ანათლებდა” გოგოებს :დდდდ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s