მე – თანამედროვე ემილი

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ჩემი დედუქციური უნარი, მაგრამ უნდა მოგახსენოთ რომ სხვა პროფესიაც გამაჩნია – “ოინბაზი” (როგორი თავად განსაჯეთ) .  გახსოვთ ალბათ ბავშვების საყვარელი არხი “ჯეტიქსი” . სწორედ მანდ გადიოდა მულთფილმი ონავარ ბიჭზე, რომელიც თავის ნაცნობებსა და მეგობრებს ყოველდღე ახლ-ახლი ოინებით ანებივრებდა. გარდა ამისა იმ დროს წამიკითხეს “ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი” და ალბათ ადვილი წარმოსადგენია თუ რა სურვილმა ამიტანა ეს სათნო და ბუნჩულა  ბავშვი (გაითვალისწინეთ, იმ დროს 5-6 წლის ვიყავი).

თავიდან წვრილ-წვრილი ხულიგნობებით დავიწყე, მაგალითად სარეცხ საშუალებებს ვცვლიდი. საწყალმა დედაჩემმა დღემდე არ იცის თუ რამდენი ჭურჭელი  აქვს განარეცხი თეთღეულის ფხვნილით :) . ასევე ერთი პერიოდი შამპუნებს ერტმანეთს ვურევდ , რომ დამაძინებელი საშალება მომეზადებინა რათა დედ-მამამ გამეთიშა და შემდეგ ჩემს გემოზე შემძლებოდა  გართობა.

შემდეგ სტადიაზე უკვე მოულოდნელობის ეფექტით ვსარგებლობდი : ჩავსაფრდებოდი კართან და როცა ჩემი მსხვერპლი გაივლიდა (მაგიდას ვერც კი ვწვდებოდი და ზრდასრული ადამიანი მე შემამაჩნევდა?) არაადამიანური ხმების ამოშვებით ვაფრთხობდი.

გარდა ამისა ბაცაცობასაც მოვუხშირე :მანდარინებს ვიპარავდი (ბევრს არ მაჭმევდნენ), გემრიელად მივირთმევდი და შემდეგ კმაყოფილი სახით ვაცხადებდი დანაშაულზე.

ვინ იცის კიდევ რამდენი გეგმა მქონდა, რომელიც გარემოებების მსხვერპლი გახდა. მაგალითად ერთი პერიოდი ვგეგმავდი ხეზე ავმძვრალიყავი და შემდეგ გამვლელს კისერზე დავხტომოდი (დამიჯერეთ, მართლა ძასლიან პატარა ვიყავი). ვინ იცის განვახორციელებდი თუ არა ამ მზაკვრულ ჩანაფიქრს რომ არა ჩემი ფრიად სოლიდური გაბარიტები. ასე რომ, გადატყავებული მუხლების და რამდენი ჩალურჯებული ადგილის გაჩენს შემდეგ ამ გაგმაზე ხელი ავიღე.

ბოლოს, მაინც მოვიფიქრე საოცარი რამ . . . :)  დასველებული საპონი ბიდეს მოვუსვი იმ იმედით რომ თავის მოწესრიგების პირველივე მსურველი იატაკს ფრიად ახლოს გაიცნობდა. რაღაც პერიოდი მოთმინებით ვიცდიდი მაგრამ რცა არავინ არ გამოჩნდა  ლოდინი მომბეზრდა და სათამაშოდ გავიქეცი. საღამოს   გადავწყვიტე სისუფთავე დამეცვა . . . და გამოიცანით ვინ გაფრინდა თავლებდაჭყეტილი ჰაერში და ვინ უძღვნა ნაზი ამბორი ცივ კაფელს?

მოკლედ რომ გითხრათ არ გამოვიდა ჩემგან დიადი ოინბაზი მაგრამ არა უშავს . . . მის ჰოლმსობას ხომ არარვინ მართმევს ? :) ))))))

მომავალ პოსტამდე

თქვენი გლამთაია!

 

16 thoughts on “მე – თანამედროვე ემილი

  1. არა რა, ოინბაზობას ისევ დეტექტივობა ჯობდა :D საფრთხეც ნაკლები იყო და შედეგიც უკეთესი :D

    • კიდევ ვაპირებ ამის გაგრძელებას სავარაუდოდ მე –მოგზაური. ვინ იცის კიდევ რამდენი პროფესია მქონდა :) ))

    • როცა ძალიან პატარა ვიყავი მართლა ბუნჩულა გახლდით :) ) ამ ოინბაზობამ გადამიტრიალა გონება :) )

  2. Pingback: ჩაი « Molly Bloom's Day™

  3. წავედი სახლში სარეცხი საშუალებების გადავამოწმო და საპონი დავმალო :) ეგ ოინბაზობა მგონი ბავშვის ჯანსაღ ფსიქიკაზე და კარგ ფანტაზიაზე მეტყველებს. აა და კიდე, კარგად დაიმახსოვრე როგორი იყავი თვითონ, მერე შენი ონავარი შვილები რომ არ მიტყიპო ხოლმე უსამართლოდ :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s