ელემენტარულია, უოტსონ!

როცა “შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი” წავიკითხე 7 წლის ვიყავი. კერძო დეტექტივის რკინისებურმა ლოგიკამ და შეუცდომელმა ალღომ აღმაფრთოვანა და საშინლად მომინდა მევ გავმხდარიყავი გამომძიებელი და ყველაზე საოცარი და ჩახლართული საქმეები გამომეძია (ეს ჯერ კიდევ ის პერიოდი იყო ბავშვებს კოსმონავტობა და პრინცესობა რომ უნდოდათ. აბა ახლა ყველას მანდატურობა სურს). ქაღალდები, კალმები და სხვა ხარა-ხურა მოვიძიე და კრიმინალურ სამყაროს გაუნელებელ რისხვად მოვევლინე. პირველი დანაშაული ძალიან მკაფიოდ მახსოვს მოკლული იყო ვინმე პარკერი (მსხვერპლს და მოწმეებს არასდროს ერქვათ ქართული სახელები). მკვლელობის ადგილს დაგიზუსტებთ პირდაპირ ჩემს საწერ მაგიდაზე მოკლეს, თან იმ მომენტში როცა წერილს წერდა ვიღაც ძალიან მნიშვნელოვანს. დეტალები ზუსტად არ მახსოვს,ს მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ საბრალო ქალი საკუთარმა ძმამ მოკლა ( მემკვიდრეობის ამბავია).

კიდევ უამრავი მკვლელობა, გატაცება და ჩახლართული საქმე მაქვს გახსნილი, მაგრამ განსაკუთრებით მაგონდება სერიული მკვლელის სისიხლიანი კვალი ;) დასაწყისისთვის რამდენიმე ფაქტს დაგიზუსტებთ:

  1. იმ დროს ჩემი სკოლის ბუფეტში იყიდებოდა ხასხასა წითელი და საოცრად უგემური კანფეტი, რომელსაც სხვადასხვა ფერის რგოლები მოჰყვებოდა. მთელი სკოლის გოგონები გადარეულები ვიყავით ამ რგოლებით და სიმართლე რომ ვთქვა მეც (ან რა მჭირდა პლასმასტის რგოლის დასაფეთებელი?). ასეა თუ ისე ამ იშვიათი ნაგვის მთელი კოლექცია მქონდა.
  2. არ ვიცი გახსოვთ თუ არა მაგრამ რუსთავი ორზე, გვიან ღამით გადაცემა “საიდუმლო მასალები”  ( სახელი ზუსტად არ მახსოვს) გადიოდა სადაც ათასგვარ დანაშაულზე და ისტორიულ ფაქტზე იყო მოთხრობილი.

მოკლედ ამ ორი მნიშვნელოვანი ფაქტის გავლენით გაჩნდა ახალი სერიული მკვლელი – ” რგოლების ადამიანი” . რგოლების ადამინი ყოველთვი ნაცნობ ქალებს ესხმოდა თავს, კლავდა და ხელზე რგოლებს უკეთებდა. ბევრი რაღა გავაგრძელოთ და ბედის საოცარ წყალობით ერთ-ერთი მსხვერპლის საწოლის ქვეშ შეგორებული მობილური ტელეფონი ვიპოვე რომელზეც მკვლელის თითის ანაბეჭდები იყო  და voila! მკვლელი აღმოჩენილია!.

კიდევ სხვა საკითხია ჩემი დამოკიდებულება პუაროსადმი, ამ ტრაბახა კაცუნას ყოველთვის ვამსგავსებდი კარლსონს :) ერკიულმაც ძალიან მომხიბლა, იმდენად რომ საყვარელი ფრაზა : elementary dear watson! ლამის mon cher – ზე გავცვალე. ხოლო მას შემდეგ რაც “ენდჰაუსის საიდუმლოება” წავიკითხე ლამის შოკირებული ვიყავი და ამ სიუჟეტმა ისე მომხიბლა რომ ერთი პერიოდი სუიციდის მცდელობაც მქონდა, რათა თვითმკვლელობის შემდეგ ჩემივე სახლი დამესაკუთრებინა (გესმით ლოგიკა? აი, მე კი მესმოდა :P )

ვინ, ვინ და შერლოკმა და ერკიულმა საკმაოდ წასწიეს წინ ჩემი დედუქციური მეთოდები : საათობით ვიკვლევდი ნაგავს, რათა გამერკვია თუ რა მიირთვა ჩემმა ოჯახმა სადილად (დამიჯერეთ სადილს მეც მაჭმევდნენ , მაგრამ დეტექტიური გზით  გამოკვლეული ხორცი და წვნიანიუკეთესად გადაიოდა ყელში), როგორც კი მშობლებს სახლიდან გავიგულებდი  მათი პირადი ნივთების მიხედვით ფსიქოლოგიურ პორტრეტებს ვქმნიდი (მაგალითად მამაჩემის სუნამოს დახმარებით დავადგინე რომ მისი მფლობელი მამაკაცია).

გავიდა ხანი  . . . ერთ დღესაც მე აღმოვაჩინე კალე ბლემკვისტი და როგორც კი წავიკითხე თუ როგორ გახსნა მკვლელობა ცნობილმა მაძებარმა (აი, ის მკვლელობა სადაც საზიზღარი სერ ჰენრი თავის ცოლს კლავს) მივხვდი რომ არსებობენ დალაგებული ადამიანები და მხოლოდ შემდეგ მე და ზღაპრის გმირები :)

საბოლოოდ კი ვისაც ჩემზე გული შესტკივა იმაზე ილოცონ, რომ ერთ დღეს ელიზა ჯეინ სმიტის “ვამპირის დღიურები” (რომელსაც დიდი ხანია ვეძებ) არ შემომეკითხოს და ვრომელიმე პატიოსანი ადამიანის სისხლის გასინჯვა არ გადავწყვიტო :)

მომავალ პოსტამდე

თქვენი გლამთაია.

29 thoughts on “ელემენტარულია, უოტსონ!

  1. გახსოვს, რომ გითხარი, აუცილებლად გამოაქვეყნე მეთქი? :) :) :)

    რა მაგრობააა :) მოვკვდი სიცილით. (მამის სუნამოს მიხედვით გაკეთებული დედუქციური დასკვნა მომეწონა განსაკუთრებით) და ისა… სახლის დასაკუთრების ლოგიკა :)

    • აღიარე მოლი, დედუქციური ნიჭი მაქვს იმ დონეზე განვითარებული, რომ თავისუფლად ვადგენ მამაჩემის სქესს :)

      • მეც მაგან გამაოგნა, თაია. ასეთი პატარა და ასეთი დაკვირვებული… გლამთაია კი არა, მისს მარპლი უნდა შეგერჩია სახელად.

  2. ჩემთან შედარებით მარფლი ხუნდება :) ვინ, ვინ და ჩემმა ოჯახის წევრებმა კარგად იციან ჩემი დედუქცირი უნარის ძალა :)

  3. ვაიმე. :) ძალიან სახალისო და ამავე დროს საინტერესეო პოსტი იყო!
    შენში ნამდვილად არის დეტექტივი,თაია. :)

  4. პირველად მაინც ოგიუსტ დიუპენი იყო :)

    ისე, ეგ ფრაზა ყველაზე დიდი მისტიფიკაციაა ლიტერატურის ისტორიაში :)
    ადრე ასეთი პოსტის დაწერაც მინდოდა – ცნობილი ფრაზები, რომლის ავტორიც ყველამ ვიცით და მაინც არასდროს უთქვამთ :)

  5. სახალისო იყო, გამახსენდა პირადად მე როგორ აღფრთოვანებული ვიყავი შერლოკ ჰოლმსით და ყველაფერი რაც ვიპოვე ერთიანად წავიკითხე და მერე კიდევ კარგა ხანია განმეორებით ვკითხულობდი ხოლმე :) :) :დ :დ

  6. ძალიან მახალისა ამ პოსტმა. მე კაცუნებზე ჩავიციკლე ჰოლმსის წაკითხვის მერე და ყველაფერს ამით ვწერდი :)

    • მე კაცუნებით წერა არ დამიწყია, პირიქით თვითონ მოვიგონე ჩემი საიდუმლო ანბანი :) ))

  7. მოცეკვავე კაცუნებმა განსაკუთრებით მომხიბლა :) ბევრი ჰოლმსისეული გამოძიება აღარც მახსოვს, მაგრამ მამის სქესს ალბათ ბატონი შერლოკიც ვერ დაადგენდა ასე გენიალურად :D

  8. :დდდდდდდდ ძალიან საყვარელი პოსტი იყო :დ უსერიოზულესი :დ თაია არ გინდა მის ჰოლმსი გამოხვიდე? :დ

  9. თქვენ გიჟი ბრძანდებით, მისის!
    ძალიან გთხოვთ ნუ მკითხავთ თუ საიდან დავადგინე ეს – ელემენტარულია!

    <3

  10. Pingback: პირველი მცდელობა | MathS cafe

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s