მე ვარ ქართველი მაშასადამე ევროპელიო, რამდენიმე წლის წინ ბატონმა ზურაბ ჟვანიამ ბრძანა.
კაი კაცო, მართლა?
არც ის დამვიწყებია ორიოდე თვის წინ სკოლის მოსწავლეებს შორის, რომ კონკურსი გამოცხადდა სახელად “ჩემი ევროპული ღირებულებები”, რომელშიც მონაწილეობა პრინციპულად არ მივიღე , ადრე ჩვენთვის ასეთები წერა თქო. სასაცილოა მსგავსი რაღაცების წერა და ლაპარაკი ქვეყანაში სადავ 19–20 წლის ბავშვებს ჭინჭრით და სკამებით დასდევენ
არ მიყვარს მსგავსი სახის თემებზე წერა, ჰომოფობია, პოლიტიკა და ა.შ მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. მრცხვენია … მრცხვენია იმის გამო, რომ გუშინ ცნობა მოვიდა ავღანეთში დაღუპული ქართველების შესახებ ხოლო დღეს კი, ვიღაც “პივნოი” ღიპიანი ნამდვილი ქართველი “მუჟიკები” აქციის წარმომადგენლებს უხათქუნებდნენ. მრცხვენია იმის გამო, რომ ცემა–ტყეპის შემდეგ ვიღაც გაქსუებული სასულიერო პირი სამებისკენ მიუძღვება ხალხს რათა ელოცათ. სამარცხვინოა , ისიც , რომ შენი რელიგიის უმთავრეს სიმბოლოს ჯვარს იყენებ იმისთის რომ ვიღაცას თავზე გადაალეწო. უკვე იმისაც მეშინია, რომ იმ საომრად დაგეშილი მღვდლებისგან რომელიმეს ფოტო ნიუსფიდზეც გამოანათებს წარწერით “რა თბილი ფოტოა” ან “მეამაყება რომ ვარ ქართველი მართლმადიდიბელი”
хрень собачья! მეამაყება არა ის –_–
ერთადერთი რისი თქმაც მინდა არის ის, რომ ალაბთ ეს აქციაც არ უნდა მოეწყოთ. არა იმიტომ , რომ არასწორია, არამედ იმიტომ, რომ ჯერ ამისთვის მზად არ ვართ. არ ვართ მზად , რომ მივიღოთ ადამიანები ისეთები როგორებიც არიან, არ ვართ მზად იმისთვის, რომ რელიგია აღვიქვათ სულიერი განვითარების საშუალებად და არა ერთ–ერთ საბრძოლო იარაღად.
ამ ხალხის ხელში უკვე ღმერთიც მეცოდება …
სავარაუდოდ ამ საღამოს ზემოთხსენებული “მუჟიკები” ამაყად მოყვებიან “ბირჟაზე” თუ როგორ “გაპიზდნეს ის პიდოები” (მაპატიეთ ცენზურისთვის) .
ჰოდა იმ “მუჟიკებს” მინდა ვუთხრა (პრინციპში მანდ ქალებიც იყვნენ) წადით და თქვენი რელიგიიან–ტრადიციებიან–მაგარბიჭობიაანდ შავ ზღვაში ჩაიხრჩვეთ თავი!
და არ ინერვიულოთ, ხალხო, ალბათ ერთ დღეს ჩვენც დავინახავთ საქართველოს ცაზე ცისარტყელას
მომავალ პოსტამდე
თქვენი გლამთაია !










